რეზონანსი
14.03.2024

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ილია დარჩიაშვილი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ზურაბ პატარაძემ ის თემები განმარტა, რომელიც ბაქოში იქნება განხილული.

„თემები შეეხება რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის რეგიონულ უსაფრთხოებას, იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც დაკავშირებულია შუა დერეფანთან, ახალი პროექტების მოძიებას, გაღრმავებასა და გაძლიერებას. არსებული პროექტების, რომელიც გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის დასრულებას, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვას და გაზრდის 5 მილიონ ტონამდე. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება, რათა ვაჭრობის დინამიკა გაიზარდოს. ვფიქრობ ეს და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ფორმატები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაძლიერებას", - აღნიშნა პატარაძემ.

დღეს აზერბაიჯანში ვიზიტი პრემიერ-მინისტრმაც დააანონსა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×