რეზონანსი
14.03.2024

იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი მოვთხოვოთ ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე, რასაც საერთაშორისო სასამართლოებში მივაღწიეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლა ბოლომდე გამოვიძიოთ, თუ რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს ის იმათი ლიდერია, ვისაც მაშინ ომის დაწყებაში, საქართველოს ტერიტორიების რუსეთისთვის გეგმურ ჩაბარებაში და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდა.

„ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ხოლმე სალომე ზურაბიშვილს, თუმცა პირდაპირ უნდა გავიხსენო მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ „სააკაშვილმა თავისი ცეცხლის გახსნითა და რაკეტების დაშენით მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და ტერიტორიების გეგმურ დაკარგვას. ის ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ არაა გასამართლებული. სანამ არ იქნება ის გასამართლებული, საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე."

ჩვენც ზუსტად მანდ ვართ. იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი მოვთხოვოთ ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე, რის აღიარებასაც საერთაშორისო სასამართლოებში მივაღწიეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლა ბოლომდე გამოვიძიოთ, თუ რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×