რეზონანსი
14.03.2024

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი ამოცანაა, ეს ცალსახაა. რა თქმა უნდა, ამაში მოიაზრება ეკონომიკის განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა, ფასების შემდგომი სტაბილურობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ეკონომიკური განვითარება დემოკრატიულ განვითარებას გაუთანაბრდეს.

,,რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რომ მოქალაქეებს ორიენტირებული პირობები კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს და მათ უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ. ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ეკონომიკურ განვითარებას წინ უსწრებს. ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური განვითარება დემოკრატიულ განვითარებას გაუთანაბრდეს.

როცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ფასებზე გვესაუბრებიან, რომელთა ბელადი თანხებს მასაჟებში ხარჯავდა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარზე უზრუნველად ცხოვრობდა, რა თქმა უნდა, ეს პოპულიზმი და ცინიზმია. მათი ბელადი მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში და მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში, ამ საქმეებს პიჯაკების საქმეს ეძახდნენ. ამ ხალხს მათი პოლიტიკური წარსული ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რა პირობებშიც მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმი ჩვენს მოქალაქეებს რა პირობებში აცხოვრებდნენ. მათ არანაირი მორალური და პოლიტიკური უფლება არ აქვთ, ამ საკითხებზე ისაუბრონ. რა თქმა უნდა, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×