რეზონანსი
14.03.2024

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი დირექტივების შესაბამისად მოქმედებს,

მისი განმარტებით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნიადაგის შემზადება ხდება კონკრეტული ლობისტების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

,,მიზანმიმართულად ხდება იმის აქტუალიზაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს პოლიტპატიმარია და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნიადაგის შემზადება ხდება მოქმედი კონკრეტული ლობისტების წარმომადგენლების მხრიდან. ლობისტები თანხას იხდიან იმაში, რომ კონკრეტული გეგმა შემუშავდეს, რომელიც ე.წ. პრეზიდენტს ნიადაგს მოუმზადებს, რომ ამ ყველაფერზე უდიდესი მკვეთრი ნეგატიური რეაქცია არ იყოს გადატანილი სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უმწვავესი რეაქციები მოჰყვება. ჩვენი საზოგადოების ინტერესებით თამაშს ნუ ცდილობენ. საზოგადოების ნებისყოფას ნუ გამოცდიან, რადგან ამას სამართლიანად მკვეთრი რეაქცია ექნება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×