რეზონანსი
15.03.2024

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოს უმასპინძლა, სკანდალური განცხადება:

ძალიან სამწუხარო არის, რომ ის ანსამბლი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან “ფესვები” და რომელიც დღეს ჩვენთან უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის აქ მოღვაწეობა. თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. სამწუხარო არის და მე მინდა მათ ჩემი სახელით, ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ გზიდან გააბრუნეს, ამ ფორმით და მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, დღეს, ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი – “მარგალიტი” და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება“, - თქვა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×