რეზონანსი
15.03.2024

ზოგადად, ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას, მათ შორის დაფინანსების სქემები უცხოეთიდან აქვთ აწყობილი, ამიტომ ისინი ლეგიტიმაციას ეძებენ საზღვარგარეთ და არა ქართველი ხალხისგან, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თანახმად, ბრიუსელს უნდა დაანახონ, რომ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა.

„ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან გვაქვს. ბოლო ათწლეულის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ამბობს ყოველ ჯერზე, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არცერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×