რეზონანსი
15.03.2024

შპს „თბილსერვის ჯგუფის" სპეცტექნიკის განახლება გრძელდება. ამ ეტაპზე ავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა. ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების, ისე, სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სპეცმანქანები „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა.

„აქტიურად ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას, იმისთვის, რომ დედაქალაქში ჩვენი მომსახურება და საქმიანობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდეს. 18 ერთეული სპეცმანქანა გადანაწილებულია დასუფთავების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და ქონების მართვის სამსახურებზე. წლის ბოლომდე ეტაპობრივად კიდევ 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა მოგვეწოდება", - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 18 ერთეული სპეცმანქანის შეძენისთვის „თბილსერვის ჯგუფის" ბიუჯეტიდან 3 405 949 ლარი გამოიყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×