რეზონანსი
15.03.2024

ეს არის ხუთეული, რომელიც თქვენს ბედში კი არა, საკუთარ კეთილსინდისიერებაში და პროფესიონალიზმშია დაეჭვებული იმდენად, რომ მოსამართლეებად საკუთარი თავის არჩევასაც ე.წ. "ვეტინგის" სისტემით უცხოელებს ანდობენ, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი "ვეტინგის" სისტემის შემოღებაზე ხუთი მოსამართლის მზაობას სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ხუთივე მოსამართლე "კოლონიზატორების წინაშე მდგარი ლაქიები არიან", რომლებმაც საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს.

„ჩვენი გენიალური კინოშედევრი "გიორგობისთვე" ხომ გახსოვთ? ამა და იმ თვის ჩამოსხმულ ღვინოს არც თქვენ გაეკაროთო და ახლობლებიც გააფრთხილეთო. იგივე შემიძლია ვთქვა "მოსამართლეებად" წოდებულ ამ ხუთეულზე (საკრალური რიცხვი) - თქვენც ეცადეთ ისე წესიერად იცხოვროთ და თქვენი ახლობლებიც დაარწმუნოთ ამაში, რათა ან ხუთეულის ხელში არ მოხდეს თქვენი ბედის გადაწყვეტა. ეს არის ხუთეული, რომელიც თქვენს ბედში კი არა, საკუთარ კეთილსინდისიერებაში და პროფესიონალიზმშია დაეჭვებული იმდენად, რომ მოსამართლეებად საკუთარი თავის არჩევასაც ე.წ. "ვეტინგის" სისტემით უცხოელებს ანდობენ. ესენი არიან კოლონიზატორების წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები, რომლებიც აქამდეც და დღეიდან მით უმეტეს - თითოეულ განსახილველ საქმეზე იმ განაჩენს გამოიტანენ, რასაც მათ აგენტოკრატები უბრძანებენ. თავისი აღიარებითი ჩვენებით, ქვეყნის ბედში, მის სუვერენიტეტში ეს ხუთეული ვერანაირ ფატალურ ცვლილებას ვერ შეიტანს, გარდა იმ აუცილებელი თვითლუსტრირებისა, როდესაც მათთვის უცხო სამშობლომ უნდა უწყოდეს საკუთარი ანტიგმირების შესახებ - რომელი სფეროს წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ეკლესიური ტერმინით შევეგებოთ ამ მორიგ მარიონეტებს: ანაქსიოს!!!" - წერს ქართველიშვილი.

ხუთი მოსამართლე მზად არის მათი კეთილსინდისიერება ე.წ. ვეტინგის სისტემით შემოწმდეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის" კლანის წარმომადგენელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×