რეზონანსი
15.03.2024

„ნაციონალური მოძრაობა" რომ ვერ არის „ქართული ოცნების" ალტერნატივა, ამას 12 წელია, ვხედავთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს".

„ნაციონალურ მოძრაობას" არ შეუძლია „ქართული ოცნების" დამარცხება, ეს არის მოცემულობა და აგერ, 12 წელია, ჯახირობენ. „ქართული ოცნების" დამარცხება შეუძლია ალტერნატივას, რომელიც, წესით, უნდა შეიქმნას პროდასავლური პარტიების კოალიციისგან. სხვაგვარად „ქართული ოცნების" დამარცხება რთული იქნება. დისციპლინირებული, ორგანიზებული პარტიაა, მაგრამ როგორი ფანტაზიებიც არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, სამწუხაროდ, მათ არ შეუძლიათ ცვლილება. საერთოდ არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის" სურვილები, მისწრაფებები, რა აინტერესებთ და რა - არა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×