რეზონანსი
15.03.2024

ორი ნიკა, ორი ანზორის ძე. მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი" „ნაცს" თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება - მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუა არ გამორიცხავს, პარტია „ახალს" თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებდეს.

„ორი ნიკა, ორი ანზორის ძე. რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა?! მე „ჩამიგდეს" სახალისოდ, როგორი „შეხმატკბილებულები" არიან. არაფერი საერთო არ აქვთ. ერთადერთი საერთო ის აქვთ, რომ ორივე "ნაცია", იქიდან მოდიან, ფესვები არის „ნაცობიდან" და ახლა ცდილობენ, გაემიჯნონ ხაბეიშვილის და კეზერაშვილის პარტიას. არ გამოვრიცხავ ისევ კეზერაშვილი აფინანსებდეს მათ. „ახალი" დაირქვეს. დავამატოთ - „ახალი ნაცები". სწორია! „ახალი ნაცები"! მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი" „ნაცს" თუ წაართმევს ხმებს ძალიან კარგი იქნება, ამით ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც უფრო მეტად მოგებული დარჩება. დანარჩენი რასაც წარმოადგენენ კი ვნახეთ," - განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×