რეზონანსი
15.03.2024

ძალიან ნაყოფიერი იყო ეს სამმხრივი ფორმატი და რაც მთავარია, დინამიკა მომავალში გაგრძელდება პლატფორმის აქტიური მუშაობით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბაქოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ მოვახერხებთ და ერთი მხრივ, კიდევ უფრო დავახლოვდებით ერთმანეთთან, როგორც ქვეყნები და კიდევ უფრო მეტად ვიქნებით მობილიზებული იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც თითოეულ ქვეყანას, ჩვენს რეგიონს გვაწუხებს. პარალელურად გვქონდა შესაძლებლობა, რომ ორმხრივ ფორმატში გაგვემართა შეხვედრები. შევხვდი ჩემს თურქ კოლეგას, რომელთანაც სულ ახლახან ვიმყოფებოდი ანკარაში ვიზიტით. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა თურქულ-ქართულ ურთიერთობები. ასევე ჩვენი მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა ძალიან საინტერესო ურთიერთობები", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქოს დეკლარაცია გაფორმდა. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×