რეზონანსი
15.03.2024

14 მარტს ტერმინალმა მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლა.

საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google`s Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული.

წელს ღონისძიებაზე მოვისმინეთ არაერთი პროფესიული ტექნოლოგიური თემები, ასევე სცენა დაეთმო ტექნოლოგიურ განათლებას, გენერაციულ AI-ს, Low ტექს და სხვა..

„შეცვალე მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა არა მარტო ქალებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ეს პროექტი აცნობს ქალებს ტექნოლოგიებს და უზიარებს წარმატებულ ისტორიებს. გვსურს რომ მოტივაციტორები გავხდეთ ქალებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობას“- ელენე კვარაცხელია, WTM ამბასადორი, თიბისის დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი.

ღონისძიება Google-ის, თიბისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და Terminal-ის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდათ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×