რეზონანსი
15.03.2024

უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და „შავების" აქამდე არნახულ მობილიზებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევნებში ჩარევის მიზნით „ეფესბემ" კანონიერი ქურდები გაათავისუფლა.

„რუსულმა „ეფესბემ" კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია. უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და "შავების" აქამდე არნახულ მობილიზებას.

ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან. რისი ეშინია „შავ სამყაროს"? - ამომრჩევლის მასობრივი გამოცხადების, ამიტომ ამჯერად არჩევნებში მონაწილეობის ყველა რეკორდი უნდა მოვხსნათ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×