რეზონანსი
15.03.2024

სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს კი არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არამედ უუნაროები არიან და ამიტომ უცხოელებმა უნდა მიიღონ, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის, რომ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა.

„სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს კი არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არამედ უუნაროები არიან და ამიტომ უცხოელებმა უნდა მიიღონ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა - მთლიანი დათმობა დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×