რეზონანსი
15.03.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულმა სამმართველომ, 13 მარტს, კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების ადგილობრივების მხრიდან პარალიზების გამო, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მაღაროებში მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობას გამოძიება დაიწყო.  

აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, თვითნებურად გათიშეს მაღაროების ცენტრალური განიავების სისტემა, რა დროსაც მაღაროებში თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება - სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელმაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

ამასთან, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი სამართლებრივ დავას იწყებს აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების უმრავლესობაზე უკვე სრულად არის გაცემული თანხები, ნაწილზე კი - აუდიტის დასკვნით განსაზღვრული თანხის 90%-ზე მეტი.

​ჯორჯიან მანგანეზი განაგრძობს თანხების კატეგორიების მიხედვით გაცემას მოსახლეობასთან შეთანხმებით. გადაკეტილი აქვს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები. სამუშაო პროცესი სრულიად პარალიზებულია.

​ამ დრომდე, მოსახლეობას გადაკეტილი აქვს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები. სამუშაო პროცესი სრულიად პარალიზებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×