რეზონანსი
15.03.2024

ნიკა გვარამიამ ვერ დამალა ის, რომ თავი მიაჩნია ლიდერად ამ გაერთიანებაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას შესახებ ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„მე ვფიქრობ, გვარამიამ პიროვნულადაც საკმაოდ სერიოზულად დაამცირა თავისი ახლად შეძენილი მოკავშირე. არც მელიას აკლია უტიფრობა, მაგრამ იგი უძლური იყო, შეეწყვიტა მის მიმართ ასეთი მონათმფლობელური დამოკიდებულების გამოვლინება", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ვინ არის მთავარი პარტია „ახალში" - გვარამია თუ მელია - თემა აქტუალური პოლიტიკურ სპექტრში მათი პირველი ერთობლივი სატელევიზიო ეთერის შემდეგ გახდა. მმართველი გუნდისთვის გვარამია-მელიას შორის უთანხმოება უკვე სახეზეა და ეს ყველაზე კარგად ტელეეთერმა წარმოაჩინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×