რეზონანსი
15.03.2024

ამ ეტაპზე ვითხოვთ, რომ გამოიყოს საგამოძიებო ჯგუფი, კვალიფიციური სპეციალისტებით და იმუშაონ ანის საქმეზე, - ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედამ, ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებიდან პასუხად იღებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით საქმის გამოძიებისთვის. ნატო ხუტაშვილის თქმით, ასეთ პირობებში შეუძლებელია გამოძიება სრულფასოვანი იყო.

„სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ქმედებები. მათ არ გამოიყენეს ის მეთოდებით, რაც მათ ხელთ იყო. ძალიან ბევრი ხარვეზია ჩამოთვლილი ამ ჩამონათვალში.

ამ ეტაპზე ვითხოვთ რომ გამოიყოს საგამოძიებო ჯგუფი, კვალიფიციური სპეციალისტებით და იმუშაონ ანის საქმეზე. სულ ისმის ერთი და იგივე, რომ არ ჰყოფნით კადრები, რათა ამ საქმესთან დაკავშირებით იმუშაონ. ასეთ პირობებში შეუძლებელია გამოძიება სრულფასოვანი იყოს",- განაცხადა ხუტაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დრომდე არ მომხდარა გარდაცვლილი გოგოს ტანსაცმლის ექსპერტიზა, ამჟამად კი ორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

„დროზე არ მოხერხდა ექსპერტიზაში ანის ტანსაცმლის გაგზავნა. მოლაპარაკებები ხანგრძლივია. იმედი მაქვს, რომ ტანსაცმელი გაიგზავნება. მოლაპარაკებები მიმდინარეობას ორ ქვეყანასთან",- განაცხადა 12 წლის ანის დედამ.

ნატო ხუტაშვილის თქმით, ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ფოტორობოტთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მიიღეს ინფორმაციები. ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

„უამრავი ადამიანი შემეხმიანა ინფორმაციით და ამ ინფორმაციის გადამოწმება ხდება. ვიმეორებ, რომ საგამოძიებო ორგანოს კადრები არ ჰყოფნის, ამიტომ ვდგებით ასეთი საკითხის წინაშე, ჯერ ეს ხალხი გადავამოწმოთ, რომელთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია თუ გავაკეთოთ სხვა რამ. სულ დილემის წინაშე ვარ, ჯერ რა გავაკეთოთ. არ ხდება ისე, რომ პარალელურად ხდებოდეს რაღაც, რაც სწრაფად გაგვიყვანს შედეგამდე. 1 წელია ერთ ადგილზე ვართ და შედეგი არ გვაქვს. ასეთი ტემპით შედეგი ნამდვილად არ დადგება",- განაცხადა ნატო ხუტაშვილი.

როგორც ცნობილია, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×