რეზონანსი
15.03.2024

რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის ფინანსურად დასახმარებლად გამოვიყენებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა, და სხვებზე მეტად ჩვენს სამ ქვეყანას, გერმანიას, პოლონეთსა და საფრანგეთს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ, მთლიან მსოფლიოს ბაზრებზე," - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის შორი მანძილის არტილერიის კოალიციის შექმნა დააანონსა, და აღნიშნა, რომ ე.წ. ვეიმარის სამეულის (გერმანია საფრანგეთი, პოლონეთი) ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა "ერთიანი, ერთგული" რჩება და "გადაწყვეტილი აქვს არასდროს არ მისცენ რუსეთს გამარჯვების საშუალება და ბოლომდე დაუჭირონ მხარი უკრაინელ ხალხს."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×