რეზონანსი
16.03.2024

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის ცენტრში. ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული შუახნის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

თვითმხილველთა თქმით, მიღებული ტრავმის გამო, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი გადაუდებელი დახმარება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×