რეზონანსი
16.03.2024

თბი­ლის­ში 7 ადა­მი­ა­ნი შა­ურ­მით მო­ი­წამ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"შა­ურ­მა­ში აე­რო­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი გა­მოვ­ლინ­და სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა კლი­ნი­კუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ შვიდ­მა ადა­მი­ან­მა საკ­ვე­ბად მი­ი­ღო სა­შა­ურ­მე "დონ ჩი­ჩოს" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი შა­ურ­მა.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა სა­შა­ურ­მე­ში (შპს „დონ ჩიჩო 2007", ს/კ 405668004; მის: ქ. თბი­ლი­სი, ვაჟა ფშა­ვე­ლას N59) სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი (არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სა­წარ­მო­ში კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, არაკ­რი­ტი­კულ შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე კი გა­ი­ცა მი­თი­თე­ბე­ბი გო­ნივ­რუ­ლი ვა­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

გარ­და ამი­სა, სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტო­რებ­მა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის მიზ­ნით, აი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის სურ­სა­თის ნი­მუ­ში (ქათ­მის შა­ურ­მა, ქათ­მის შა­ურ­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შემ­წვა­რი ხორ­ცი, სა­ლა­თის ფო­თო­ლი (გა­რე­ცხი­ლი, დაჭ­რი­ლი) და გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის ბარ­კა­ლი.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, გა­მოვ­ლინ­და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, კერ­ძოდ: ქათ­მის შა­ურ­მა და შა­ურ­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ქათ­მის შემ­წვა­რი ხორ­ცი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი იყო მე­ზო­ფი­ლურ-აე­რო­ბუ­ლი და ფა­კულ­ტა­ტურ-ანა­ე­რო­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით; ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა კო­ა­გუ­ლა­ზა და­დე­ბი­თი სტა­ფი­ლო­კო­კი და კო­ლი­ფორ­მე­ბი. კო­ლი­ფორ­მე­ბი გა­მოვ­ლინ­და სა­ლა­თის ფო­თოლ­შიც. საკ­ვე­ბის­მი­ე­რი მო­წამ­ვლა არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის მი­ღე­ბით, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სურ­სა­თი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ბაქ­ტე­რი­ე­ბით ან ვირუ­სე­ბით" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×