რეზონანსი
16.03.2024

ბაქოში გაიმართა დღეს პირველი შეხვედრა ორ პრემიერს შორის. პირველ რიგში საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა.

„შეხვედრაზე მთავარი აქცენტები იყო ის, რომ როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს და რომ მომავალშიც ერთობლივად ძალიან ბევრი რეგიონული პროექტი განვახორციელოთ", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია. ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×