რეზონანსი
16.03.2024

ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის, საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებაზე გაკეთდა.

„ამ შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რეგიონული პროექტი განვახორციელოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, დღეს არსებულ გარემოში, იყოს კიდევ უფრო ეფექტური იმისათვის, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×