რეზონანსი
18.03.2024

არ შეიძლება ლეგიტიმაცია გაუკეთო (მითუმეტეს პრეზიდენტის პოსტიდან) ნებისმიერ სტრუქტურას, რომელიც მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის Facebook-პოსტს, რომელიც ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა.

„სიტყვა - ეგრეთ წოდებულს დაამატებს თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. თავისი განცხადებით ლეგიტიმაცია გააკეთა, რომ ასეთი სტრუქტურა არსებობს, მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს. არ შეიძლება ლეგიტიმაცია გაუკეთო (მითუმეტეს პრეზიდენტის პოსტიდან) ნებისმიერ სტრუქტურას, რომელიც მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პოზიტიურად იტყვი თუ უარყოფითად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაფერს თავისი ფორმა აქვს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

„დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან" , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×