რეზონანსი
18.03.2024

იენს სტოლტენბერგის ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს იმ პოზიტიური დინამიკის ღირსეულ გაგრძელებად, რომელიც არსებობს საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობებში, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის" ეთერში თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი, სადაც შეხვედრები იყო როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. ზუსტად იქ განისაზღვრა, რომ დღეს ჩვენ ვართ თანამშრომლობის უმაღლეს დონეზე და ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა იქაც და აქაც, გენერალურ მდივანთან პირდაპირ გვესაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ როგორც ბრიუსელში, ისე საქართველოში ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული იმ მექანიზმების მნიშვნელობა და ეფექტიანობა, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით და რამდენად სპეციფიკურია ეს ყველაფერი. თავის დროზე საქართველომ მიიღო განსაკუთრებული ფორმატები და სამუშაო არხები, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, გაგვეზარდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ხელი შეგვეწყო ურთიერთთავსებადობისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის. სტოლტენბერგის ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც. იენს სტოლტენბერგს შესრულებული აქვს განსაკუთრებული როლი ნატოს, როგორც ორგანიზაციის გაძლიერებაში. მისი თავმჯდომარეობის პერიოდს დაემთხვა ძალიან რთული ვითარება, როგორიც იყო პანდემია და შემდეგ ის აგრესიულ ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. მან დაამტკიცა, რომ ნატოს ჭეშმარიტი, ღირსეული ლიდერია", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×