რეზონანსი
18.03.2024

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო , - ამის შესახებ განცხადება რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „გოლოსმა" გაავრცელა.

„გოლოსის" განცხადებით, კვირას დასრულებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლება რეალურად ჩაითვალოს, რადგან საარჩევნო კამპანია ისეთ პირობებში ჩატარდა, სადაც რუსეთის კონსტიტუციის ძირითადი მუხლები, რომლებიც პოლიტიკურ უფლებებს უზრუნველყოფს, არსებითად არ მოქმედებდა.

„აქამდე საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც კონსტიტუციურ სტანდარტებს ასე ჩამოუვარდებოდა, არასდროს გვინახავს", - ნათქვამია „გოლოსის" განცხადებაში.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.

აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი არ იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×