რეზონანსი
18.03.2024

ვუერთდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა.

„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, რაც ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა და შეურაცხმყოფელი ქმედებაა. დარღვევის ეს ხარისხი რაზე მიანიშნებს, ამას ალბათ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად იაზრებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×