რეზონანსი
19.03.2024

ჩვენ არათუ ნელა, არამედ საერთოდ არ მივდივართ არც NATO-სკენ და არც ევროპული კავშირისკენ. ამას უნდა ერქვას ადეკვატური სახელი, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„თუკი შეიძლებოდა სხვა წლებში გეფიქრა, რომ ნელა მივდივართ, მეტი როგორ მოვითხოვოთ, მეტი როგორ გავაკეთოთ, ახლა სხვა პრობლემა დადგა, ჩვენ საერთოდ აღარ მივდივართ რეალურად ნატოსკენ და ამას უნდა ერქვას ადეკვატური სახელი, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ, რომ ვითომ მივდივართ, მაგრამ დილემები გვაქვს და ამას ვამბობ არა მარტო მე, რაც უარესია. ამას ამბობს ნატოს წარმომადგენელი, მაგალითად, ბატონი კოლომინა, რომელმაც ბოლო სამ წელში მინიმუმ ორჯერ განაცხადა, რომ საქართველოს არ გაუტარებია ის რეფორმები, რაც უნდა გაატაროს ნატოში გაწევრიანების მიზნით",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×