რეზონანსი
26.03.2024

საერთაშორისო ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნების" დასკვნას, რომლის თანახმადაც წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო დაწინაურდა 101 პუნქტით და 46-ე ადგილზე გადაინაცვლა, ოპოზიციის დეპუტატები აფასებენ.

„მე მიხარია ჩემი ქვეყნის დაწინაურება ნებისმიერი მიმართულებით. ვისურვებდი, რომ მართლმსაჯულების სტანდარტი არცერთი მიმართულებით არ იწვევდეს კითხვის ნიშნებს", - განაცხადა დამოუკიდებელი დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

„პროგრესი კარგია, მაგრამ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა და რისი ნაწილიც არის ციხეები, იქ რაც ხდება, რამდენი პატიმარიც გვყავს და როგორ ვეპყრობით ამ ადამიანებს, ეს დაუახლოვდეს ევროპას", - აღნიშნა „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 147-ე ადგილზე იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×