რეზონანსი
26.03.2024

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი წამებისგან თავისუფლების შესახებ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ" გამოაქვეყნა. ძამაშვილის თქმით, ეს და სხვა კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების გაძლიერების კუთხით ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული რეფორმები არის ეფექტიანი.

„არათუ წამებაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ნებისმიერ სხვა დარღვევაზე ერთი საქმეც კი არ მიუღია ევროპულ სასამართლოს წარმოებაში. შესაბამისად, ყველა ეს კვლევა, ანგარიში თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთობლიობაში უტყუარი მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები ადამიანის უფლებების გაძლიერების კუთხით არის ეფექტიანი", - განაცხადა ძამაშვილმა.

წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×