რეზონანსი
27.03.2024

როცა მართლა ყველა - ერი და ბერი ზეიმობდა, ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ულოცავდნენ, ამაზე დიდი ემოცია ალბათ არ არსებობს და ამ დროს ასეთი რაღაც როგორ უნდა იფიქრო?! ორ ადგილას, სადაც კამერები ახლოს იყო, დაორგანიზებული იყო 20-20 კაციანი ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ხალხი აეყოლებინათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ, რადგან მათი შეძახილები გადაფარა პრემიერის გამოსვლის დროს ხალხის ტაშმა და ოვაციებმა.

„როცა ერი და ბერი გაერთიანებულია წარმატების და გამარჯვების დროს, რა დროს წამოყვირებებია?! ხალხი გაოგნებული უყურებდა კამერებთან ახლოს დაორგანიზებულ ორ ჯგუფს. ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ, გადაფარა იმ ტაშმა და ოვაციამ, რაც პრემიერის გამოსვლას და მის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რაც ჩვენი გმირი ბიჭების ღირსების ორდენებით დაჯილდოებას გულისხმობდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×