რეზონანსი
27.03.2024

ეს არის ნათელი შეტყობინება ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა უცხოური ინვესტიციებისთვის, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ცაგარეიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody"s-ის მიერ საქართველოს რეიტინგის Ba2-ზე უცვლელად დატოვებას, ხოლო პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესებას.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა და ის სწორად ვითარდება.

„არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ზოგადად, მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა და ის სწორად ვითარდება. ეს უდავოდ დიდი წარმატებაა. ეს არის ნათელი შეტყობინება ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა უცხოური ინვესტიციებისთვის. ჩვენ გვჭირდება უცხოური ინვესტიციები" - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×