რეზონანსი
28.03.2024

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით შემცირდა.

2023 წლის მდგომარეობით, გაზრდილია პირველი ქორწინების საშუალო ასაკი როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ქალების შემთხვევაში პირველი ქორწინების საშუალო ასაკია 29.7 წელი (2022 წელს 29.4 წელი), ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელი (2022 წელს 31.9 წელი).

2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13,664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×