რეზონანსი
29.03.2024

ბოროტებისა და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ისეთი ადამიანები, როგორებიც ნიკა მელია და ნიკა გვარამია არიან, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში.

მისივე განმარტებით, პოლიტიკოსებს, რომლებსაც ბოროტება ამოძრავებთ, საქართველოს მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს.

„ის, რომ დღეს ეს კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. არავის უნდა მიეცეს იმის უფლება, ბოროტებით დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში. როდესაც გაქვს ამბიცია, იყო პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზი მუქარაა, ემუქრები კონკრეტულ ადამიანებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ, არ არის სწორი. ვინც არის ბოროტებით გაჯერებული, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს", - განაცხადა კახა კალაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×