რეზონანსი
17.04.2024

პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონები და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს. როდესაც უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ რა მიიღოს და რა არა, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ არ დასრულებულა „გამჭვირვალობის კანონპროექტზე" მსჯელობა. არის პოლიტიკური გამოსვლების ნაწილი, რომელიც დღეს გაგრძელდება. დარჩენილია რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია ოპოზიციიდან, უმრავლესობასაც ექნება გამოსვლები. სულ დაახლოებით 1-2 საათი დასჭირდება.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ არის მცდელობა დაიბლოკოს ყველანაირი მსჯელობა. ნაცვლად მსჯელობისა, ჩვენ ვხედავთ სლოგანებს და არის სურვილი, რომ ყვირილით ჩაახშონ მსჯელობა. ეს არის დოგმატიზმის ყველაზე ცხადი მაგალითი, როდესაც არგუმენტი არის ერთადერთი, რომ უცხოეთიდან გვითხრეს „არა". ნიშანდობლივია, გუშინ „ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა პლებისციტი ჩავატაროთო და ვკითხე კიდევაც ხაბეიშვილს, რომ რა გამოდის, თუ პლებისციტით ხალხი მიემხრობა კანონს, მაშინ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რას ეუბნებიან უცხოეთიდან? ეს არ ყოფილა მაშინ ამოსავალი წერტილი. მე ის მიკვირს, როდესაც პარლამენტის წევრები ასეთ დამოკიდებულებაში არიან ხალხის მანდატთან. ისინი არიან ხალხის წარმომადგენლები - ოპოზიციაც და უმრავლესობაც. ხალხის წარმომადგენელი არის საქართველოს პარლამენტი და დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ ზოგიერთი რადიკალი ჯგუფისგან, მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორისგან, ეს არის მცდელობა, რომ აუკრძალონ პარლამენტს შეასრულოს თავისი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონები და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს. როდესაც უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ რა მიიღოს და რა არა, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×