რეზონანსი
17.04.2024

პარტია „ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს მტრები ქვეყნის შიგნიდან თუ მის გარედან, პირდაპირ მოუწოდებენ რადიკალებს რევოლუციური შტურმისკენ.

მაჭარაშვილის თქმით, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს, გაირკვევს, ვის მიერ ფინანსდება რადიკალური პროცესები.

„საქართველოს მტრები ქვეყნის შიგნიდან თუ მის გარედან, საბედნიეროდ, ყველა არა, პირდაპირ მოუწოდებენ რადიკალებს რევოლუციური შტურმისკენ. ვნახეთ დევი ჭანკოტაძის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი. ეს არის მათი სავიზიტო ბარათი - მათ სისხლი სწყუროდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ახლა ოპოზიციაშიც. სიკვდილი, მსხვერპლი, ანტიქართული ცხოვრება - ეს არის მათი ცხოვრების წესი. გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს, გავარკვიოთ, რადიკალური პროცესები ვის მიერ ფინანსდება. პარტნიორებს რად უღირთ, რომ არ გამოვიდნენ და არ თქვან, კი ბატონო, გამჭვირვალე იქნება ის, რასაც საქართველოში დავაფინანსებთ და სად მიდის ჩვენი ფულიო. ამ დესტრუქციად უღირთ, რომ თქვან, დონორებს ვალდებულება ექნებათ, რა ფულსაც ჩარიცხავენ, ეს ქართველმა ხალხმა იცოდეს", - განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×