რეზონანსი
17.04.2024

"ვინ გადაწყვიტა, რომ კანონი ხელახლა წარედგინათ? ეს საქართველოში მოხდა, თუ მოსკოვში?", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"იგი შეშფოთების მთავარი საგანია, რადგან ეს არის ზუსტად პუტინის კანონის ასლი, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული და შემდეგ თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობოების წინააღმდეგ, მედიის წინააღმდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ეს არის კანონი ევროპული ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უწერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ბოლო 30 წელზე მეტია. 

ასე, რომ ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც, გასულ წელს იგივე კანონპროექტი უკან იქნა გაწვეული მასშტაბური დემონსტრაციების შემდეგ. ამ კანონპროექტის განმეორება კი პირდაპირი პროვოკაციაა.

იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, აქვთ ძალიან მკაცრი წესები დაფინანსების დროს, ამიტომ ეს ყველაფერი ცხადია. არსებობს ვებგვერდები, სადაც ყველას შეუძლია ამ დეტალების ნახვა. რაც არ არის გამჭვირვალე, ესაა კორუფცია მთავრობის მაღალ დონეზე; რაც არ არის გამჭვირვალე ესაა ის, თუ როგორ გადაიდგა ეს ნაბიჯები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ, ვინ გადაწყვიტა, რომ კანონი ხელახლა წარედგინათ? ეს მოხდა საქართველოში, თუ მის საზღვრებს გარეთ? მოსკოვში იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? ეს არის მთავარი კითხვები გამჭვირვალობის შესახებ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×