რეზონანსი
17.04.2024

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპროტესტო აქცია გრძელდება.

გასული დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე არიან მობილიზებული, მათ შორის დიდი ოდენობით სამართალდამცავი იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციასთან.

პოლიციის დანაყოფები ამ დროისთვის, უმეტესად, სპეციალურ ავტობუსებში არიან განთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×