რეზონანსი
17.04.2024

როგორც ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დღეს, ერთ მხარეს ქართველი ხალხი დგას, მეორე მხარეს - ბიძინა ივანიშვილი და რუსები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საქართველო საბოლოოდ მიიტაცონ.

"ჩვენ ყველა ერთად, დღეს, ისევე როგორც გუშინ, გუშინ წინ და ერთი წლის წინ, ვდგავართ ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - ბიძინა ივანიშვილი და რუსები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიიტაცონ. ჩვენ, ისევე როგორც მთელი ამ დღეების განმავლობაში, გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ არათუ რუსული კანონი, არამედ ეს ქვეყანა არ დარჩეთ რუსებს საბოლოოდ და ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო არის ევროპა. მეგობრებო, ჩვენ ვდგავართ ხოლმე იმ ადამიანების პირისპირ, ვინც დღეს მწვანე ღილაკს ხელი დააჭირა. ვეუბნებით, ველაპარაკებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდიან. ჰოდა, მე მინდა ყველას ვუთხრა - ვერც პოლიცია, ვერც სპეციალური დაცვის თანამშრომლები, ვერც სპეცრაზმი, ვერც თოფი, ვერც იარაღი ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ ენერგიას, რომელიც დღეს აქ არის. ჩვენ ქართველი ქალები, პოლიტიკოსები, ყველა ის ადამიანი, რომელსაც გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს ნამდვილად სამშვიდობოს, ყველა დეპუტატი ქალი აქ არ ვართ. ვინც მართლა ამ დღეების განმავლობაში და შარშან ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ მიეღოთ. ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია, თამარ ჩარკვიანი, ანა ბუჩუკური, მინდა ყველას გითხრათ, რომ დიახ, ეს ქვეყანა არის ჩვენი, ჩვენი შვილების და თქვენი. არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!

გამოიხედეთ "ქოცებო" და დაგვინახეთ. საქართველოს გაუმარჯოს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×