რეზონანსი
18.04.2024

„საზოგადოება ქართული"-ს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დირიჟორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ხელოვანებისა და სპორტსმენების მიმართ ბულინგის კამპანიას ეხმაურება.

„ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ლაშა ტალახაძე, ხვიჩა კვარაცხელია ხომ ბევრჯერ ჩაქოლეს ნაცებმა და ვითომ ნაცები რომ არ არიან იმ ხალხმა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათნაირად არ ფიქრობენ...

დღეს უკვე, აკა მორჩილაძეს გადაუარეს - როგორ თუ ჩვენს მხარეს არ ხარ აშკარად და მკაფიოდო, როგორ თუ გაბედე და ღრმა და მრავალ-აზროვანი, მრავალ-ასპექტიანი ტექსტი დაწერეო.

ჩაუყევით ქართველი ფეხბურთელების, ასევე პატრიოტული და პრო-ევროპული პოზიციის გამომხატველ ფოტოებს - როგორ აბულინგებენ, რატომ არ გაჰკივითო „არა რუსულ კანონსო"...

ყველაზე დიდი ბოროტება ესაა - ქართველთა ბრბოდ გადაქცევა, სექტანტური, კოლექტიური, ირაციონალური სიგიჟის, ფსიქოზის, რადიკალიზმისა და ფანატიზმის, ისტერიის თესვა. ამას აკეთებენ ნაცები, მათი ტელევიზიები.

თუკი ოდნავ განსხვავდები მათგან, ეგრევე ჩაგქოლავენ, ეგრევე გაგანადგურებენ, ეგრევე „დაგაქენსელებენ"...

რომ ჰკითხო, ჩაგვრის წინააღმდეგნი, ლიბერალები, ევროპელები, ტოლერანტები არიან...

სექტა! ბოროტი სექტა!

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ბრალი - როდესაც არ დასჯი მკვლელ და სისტემური დანაშაულის შემოქმედ ძალას, შემდეგ ის შემოგიბრუნდება და შეეცდება ისევ გამეფდეს" - წერს სოციალურ ქსელში სვიმონ ჯანგულაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×