რეზონანსი
22.04.2024

ოპოზიცია იყურება გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ. ამის გამო ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სწორედ ეს არის ოპოზიციის პრობლემა.

„როგორც ჩანს, მათ საკუთარი მფარველების ერიდებათ, რომლებიც გარეთ ეგულებათ. ამიტომ ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი იცქირებიან, იყურებიან თავისი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ. რა თქმა უნდა, ამის გამო ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×