რეზონანსი
12.11.2019

სულ მალე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. ნახეთ, დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

სიმთვრალისას მძღოლისთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობა სისხლში ეთანოლის ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, თუ ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას მძღოლის სისხლში ეთანოლის ოდენობა 0,3-დან 0,7 პრომილემდე დადგინდა, სანქცია 500ლარი და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა იქნება, ხოლო თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეს გადასცდა, მძღოლი 1.000 ლარით დაჯარიმდება. შემოწმებისთვის თავის არიდებაც 1.000-ლარიანი ჯარიმითა და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევით დაისჯება.

კიდევ უფრო მკაცრი იქნება კანონი სატრანსპორტო საშუალების მეორედ ან მესამედ ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, რისთვისაც უკვე შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა ვადით. მაგალითად, სახდელის მოხდამდე სიმთვრალეში ავტომანქანი სმართვის განმეორება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევის გაზრდას კიდევ 1 წლით და 3-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო, თუ სახდელის მოხდამდე მძღოლი საჭეს მთვრალი მესამედ მიუჯდება, მას მართვის უფლება კიდევ ორი წლით ჩამოერთმევა, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 7-დან 15 დღემდე მოელის.

იზრდება ჯარიმა ნასვამ და მართვის უფლების არმქონე პირისმიერ ავტომანქანის განმეორებითი მართვისთვის და მისი ოდენობა 2500 ლარით განისაზღვრება. კანონი ითვალისწინებსადმინისტრაციულ პატიმრობასაც. იმ შემთხვევაში, თუ ნასვამი პირისმიერ მეორედ ან მესამედ სატრანსპორტო საშუალების მართვას ავარიამოჰყვება, მძღოლი 3500 ლარით დაჯარიმდება, მართვის უფლების ჩამორთმევა კი გაეზრდება 3 წლის ვადით და 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. სანქციები მკაცრდებასიჩქარის გადაჭარბებისთვის. თუ დღეს გადაჭარბებად ითვლებადადგენილზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, ახალიკანონით ეს ზღვარი 10 კმ/სთ-მდე მცირდება. გარდა ამისა, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებაკი - 250 ლარით, 150 ლარის ნაცვლად. თუ იურიდიულ პირს სიჩქარის გადაჭარბება ვიდეო ან ფოტოფირზე დაუფიქსირდება, მას ჯარიმები გაორმაგებული მოცულობით დაეკისრება.

მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულის დაკლებას, ახალიპროექტით კი ეს სანქციაც შემოვა. მაგალითად, 40 კმ/სთ-მდესიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლს, 150 ლარით დაჯარიმებისგარდა, მართვის მოწმობაზე 10 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის - 20 ქულა, 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად. კანონპროექტში გათვალისწინებულია ავტომობილის მესაკუთრის უფლებაც. კერძოდ, თუ სამართალდარღვევა ფოტოფირზე ან ვიდეოფირზე დაფიქსირდა, უფლებამოსილ პირს შეუძლია წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტუროს სამართალდარღვევის ჩადენისფაქტი, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და ის უშუალოდსამართალდამრღვევს დაეკისროს. 

მკაცრდება ავტომობილის დგომა-გაჩერების წესების დარღვევა. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევა და პასუხისმგებლობის ზომად 100-ლარიანი ჯარიმა დადგინდა.

ორმაგდება ჯარიმა ქვეითის მიერ მოძრაობის წესებისდარღვევისთვის და 10-ის ნაცვლად 20 ლარი გახდება, ხოლო 1 წლისგანმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა უკვე 40 ლარი იქნება. თუ ქვეითის ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარება ანმოძრაობის შეფერხება, დღეს არსებული 50 ლარის ნაცვლად, გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით. ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო (ავარია)შემთხვევის ადგილის მიტოვება. დამრღვევს დაეკისრება1.000-ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლება ერთი წლითშეუჩერდება.თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებსშუქნიშნის ამკრძალავ ფერზე, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნისმოთხოვნის დაუცველობისთვის, გასწრების წესების დარღვევისგანმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობის გაზრდას, ახალიკანონმდებლობით, შესაბამის დარღვევად განისაზღვრა ამსამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა დაპირი დაჯარიმდება 100 ლარით.მანქანის მართვისას მობილურიკომუნიკაციით სარგებლობისთვის დღეს მოქმედი 30-ლარიანი ჯარიმა60 ლარი გახდება.

ცნობით, სპორტული მანევრი სამართალდარღვევის ახალი სახეობაა, რომელიც პროექტით შემოდის. მაგალითად, თუ მძღოლმა წინასწარი შეცნობით განახორციელა მკვეთრი მანევრი, რასაც სატრანსპორტო საშუალების მოცურება მოჰყვა, ის 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ მკვეთრ მანევრს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, მძღოლს 750-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ზუსტდება და მკაცრდება სახდელები მართვის უფლების აკრძალვასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ პირი შეჩერებული მართვის უფლებით მიუჯდება საჭეს, 500 ლარით დაჯარიმდება, ჩამორთმეული მართვის უფლების მქონე - 700 ლარით, ხოლო მართვის უფლების არმქონე - 1.200 ლარით. 

(ბიზნეპრესნიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×