რეზონანსი
14.12.2019

  ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

როგორც იაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, გიორგი ქიქავამ განაცხადა, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სიცოცხლის პარამეტრები სტაბილურია.

„პაციენტი ნევროლოგიისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჯერ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მდგომარეობა იცდის, ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების გადაწყვეტილებით მოხდება შემდგომი რეაგირება", - განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება მოტეხილობებს, ექიმის ინფორმაციით, მალების მოტეხილობა ხაზოვანია და სასწრაფო ჩარევას არ საჭიროებს.

შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×