სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.01.2020

    (რეზონანსი) ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების 7 სანათი დაზიანეს. სანათების დაზიანების ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

    "მე როდესაც მოვედი ბაღში, პოლიციელებს სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე დაკავებული ჰყავდათ. ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა. სულ 7 სანათია დამტვრეული",- უთხრა „რეგიონულ კვირას" ზუგდიდის მერიის ააიპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი დირექტორმა ზვიად ქარჩავამ.

    შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

    შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში, ნავის ერთი ნიჩაბი და სკამი დააზიანეს.

    ზუგდიდის რეაბილიტირებულმა ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები 29 დეკემბერს მიიღო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ere   (17.01.2020)
    moaherit xeli da akurebiet xalxs rom sxvam ver gabedos eseni ariam mavneblebi


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×