რეზონანსი
19.02.2020

"მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში შეგვიძლია ასე დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით",- ამის შესახებ სხვა ნანუკას" ეთერში სტუმრად მყოფმა ანიტა ფაცაციას დედა მარიკო სადრაძემ განაცხადა.

"არ მეგულება ქართველი, ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური არ გააკეთა ანიტასთვის. გვერდით გვედგა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა. ვგრძნობდი რომ ჩემს ზურგს უკან ჩემი მთავრობაა და ის ძალიან დიდი დასაყრდენი იყო. ძალიან მაგრად იმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრემიერის აპარატმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისი მერს კახი კალაძე, ჯერ კიდევ კალკულაცია არ გვქონდა წარდგენილი, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან მოხდა ჩვენთან თანხის ჩარიცხვა და ის იყო ყველაზე დიდი თანხა რაც ჩარიცხულა, არა მხოლოდ თანხა მისი მხრიდან ყოველდღიურად იყო ამბის მოკითხვა მართლა დაინტერესებულნი იყვნენ ბავშის ამბით, ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, ყველა მოძღვარსა და ბერ-მონაზონს, რომლებიც საულიერად გვამხნევებდნენ. მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში შეგვიძლია ასე დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, ჩვენ გარშემო უპრეცენდენტოს სიკეთის მაგალითი მოხდა", - განაცხადა მარიკო სადრაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×