რეზონანსი
30.06.2020

მე არ ვირჩევ მხარეს, როცა საქმე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება, მე მხოლოდ დემოკრატიის წახალისებას ვცდილობ და არც ერთ მახარეს არ ვადანაშაულებ, - ამის შესახებ 1998-2001 წლებში აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიჩმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„უნდა გითხრათ, რომ გამიხარდა, როდესაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება ვნახე. რა თქმა უნდა, მცირედით იმედგაცრუებული ვარ ოპოზიციური პარტიების წევრების გადაწყვეტილებით, რომ კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აზრს არ შეიცვლიან მომავალში და არ იქნება დიალოგი „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ამ ვითარების გადასალახად", - აღნიშნა კენეტ იალოვიჩმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო" არ მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×