რეზონანსი
27.06.2022

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ბიზნესმენმა თემურ უგულავამ ახალი სიყვარული იპოვა და მათი ეთობლივი ფოტო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. "პრაიმტაიმმა" ყოფილ მეუღლესა და ახლანდელ საყვარელ ქალბატონზე სტატიაც გამოაქვეყნა. ამის შემდეგ რედაქციას მოდელ ნინი ნებიერიძის და ნატო ჯაფარიძის ძველი მეგობარი დაუკავშირდა, რომელმაც ბიზნესმენის ყოფილი ცოლის, მოდელ ნინი ნებიერიძის და ახლანდელი საყვარელი ქალის, ნატო ჯაფარიძის ერთობლივი ფოტო გამოუგზავნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული. 

როგორც ის ამბობს, თემურ უგულავას ყოფილი და ახლანდელი ცოლები წარსულში მეგობრები იყვნენ. ნატო ჯაფარიძემ და ბიზნესმენმაც ერთმანეთი სწორედ ნინი ნებიერიძის მეშვეობით გაიცნეს. 

ამჟამად, ყოფილი ცოლის დაქალი, ნატო ჯაფარიძე თემურ უგულავასთან ერთად ცხოვრობს და ცნობილი ბიზნესმენის ბიზნესსაქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. ის კომპანია "უდაბნო ჯგუფის" დირექტორის პოზიციას მიმდინარე წლის 27 იანვრიდან იკავებს. შპს. "უდაბნო ჯგუფი" "აჭარა ჯგუფის" პროექტია, რომელიც თემურ უგულავას ეკუთვნის. 

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×