რეზონანსი
29.06.2022

თბილისში, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ახლობლების ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე ინტოქსიკაცია გახდა, რომელიც შაურმამ გამოიწვია. როგორც ამბობენ, მოწამლული ქალი კლინიკაში სიმპტომების გამოვლენიდან ორ დღეში გადაიყვანეს. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

"სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მისი გარდაცვალების მიზეზი როგორც ვიცით, შაურმით მოწამვლა გახდა. მისი და ამბობდა, რაც შაურმა მიირთვა ერთ საათში ცუდად გახდა, ეგონა მალე გამოკეთდებოდა და სახლში ორი დღე ასე გაატარაო.

მერე საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე სისხლი ჰქონია მოწამლული, რადგან ძლიერი ინტოქსიკაცია იყო და დაიღუპა. 

ახლა, ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით... საწყალი გოგო ცოცხალი აღარ არის და ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია ჩვენთვის, ახლობლებისთვის.

სულ რაღაც ორ დღეში უნდა გავასვენოთ, სიცოცხლით და ხალისით სავსე გოგო." - ამბობს ახლობელი, რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×