რეზონანსი
03.07.2022

წუხელ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი, 41 წლის ნინო ნანუაშვილია. ნანუაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მკვიდრია.

„არსად მუშაობდა, დიასახლისი იყო. საუკეთესო ადამიანი, მეგობარი და დედა. ორ შვილს ზრდიდა. ვერ წარმოგვიდგენია მის გარეშე. თავზარი დაგვცა ამ ტრაგედიამ. ადამიანი სახლში მოდიოდა და შვილებთან ვეღარ მიაღწია. ისე უყვარდა სიცოცხლე, წარმოუდგენელია, რომ აღარ იქნება",- ამბობენ სოფელ კაკაბეთში.

გარდაცვლილ ქალს, ორი არასრულწლოვანი, 17 წლის ვაჟი და 12 წლის გოგონა დარჩა. ავტოსაგზაო შემთხვევა, გვიან ღამით, სოფელ მანავში მოხდა.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×