რეზონანსი
01.08.2022

მამუკა ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება. „პრაიმტაიმი“ მომღერლის დის შვილს, თეონა უსტიაშვილს ესაუბრა. 

„მამუკა მეგობრებთან ერთად ნატახტარში, რესტორანში იმყოფებოდა. შემდეგ მანქანაში რომ ჩასხდნენ, 22 წლის ბიჭი დაეჯახა, „შკოდით“ მოძრაობდა. ის სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა. ესენი გადაყირავდნენ... საჭესთან მამუკას მეგობარი იჯდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მრავალი მოტეხილობა აქვს. ისიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

მამუკას მუცლის ღრუ აქვს დაზიანებული, ახლა მართვით სუნთქვაზეა. ნეკნებიც დამტვრეული აქვს და ხერხემლის რამდენიმე მალაა დაზიანებულიო. წნევას ვერ ურეგულირებენ, ხან მაღლა ადის, ხან ჩამოდის... იმ მანქანაში როგორ გადარჩა, არავინ იცის.. კუჭის ოპერაცია აქვს ადრე გაკეთებული და ნახეთქი გაუჩნდა, სადაც სისხლი ჩაიღვარა. მთავარია, კრიტიკული დღე-ნახევარი გადავაგოროთ“, - ამბობს თეონა უსტიაშვილი.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×