რეზონანსი
31.08.2022

ზურა ბაკურაძის ქალიშვილი სტუდენტი გახდა. ანნა ბაკურაძემ კავკასიის უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აირჩია. ამ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება მერვე კლასიდან ჰქონდა გადაწყვეტილი და როგორც ის ამბობს, მამა არჩევანს უწონებდა.

„მამა ყველაფერში მხარს მიჭერდა და გვერდით მედგა, პატივს სცემდა ჩემს არჩევანს. რასაც კარგს ვაკეთებდი, ყოველთვის ამაყობდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი სტუდენტობა ძალიან გაუხარდებოდა. სადაც არ უნდა იყოს, ვიცი, უხარია“, - აღნიშნა ანნა ბაკურაძემ.

როგორც ზურას მეუღლე, ნათია კობახიძე "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, შვილის სტუდენტობით გახარებული ზურა, ამ დღეს დიდი სუფრით აღნიშნავდა.

„ანნას მეცადინეობა ისეთი სტრესის ქვეშ, რთულ პირობებში მოუწია, რომ მადლობელი ვარ იმ შედეგით, რაც დადო. ნამდვილად კარგი შედეგით ჩაირიცხა.

რაღაც პერიოდი კლასიკურ ვოკალზე, კონსერვატორიაში ჩაბარება სურდა. ვამზადებდით. მაგრამ უცებ გადაიფიქრა.

ზურა მხარს უჭერდა. დიპლომატიის ფაკულტეტის არჩევა ჩვენი მეგობრის ზეგავლენა იყო. ზურამაც უთხრა, თუ გაქაჩავ, რატომაც არაო. დღეს ბედნიერი იქნებოდა.

ზურა რომ ჩვენთან ყოფილიყო, სავარაუდოდ, დიდი სუფრა გვექნებოდა გაშლილი და ამ ამბავს აღვნიშნავდით“, - განაცხადა ნათია კობახიძემ.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×